Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება
ევროპა
ინგლისი
ესპანეთი
დანია
უკრაინა
რუსეთი
ესპანეთი
პოლონეთი
ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
გამოცდების ეროვნული ცენტრი
 

ორკვირიანი სასწავლო პროგრამით ესპანეთის ქალაქ გრანადაში

 

2010-2011 სასწავლო წლის მანძილზე სხვადასხვა რესპუბლიკურ კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები ტრადიციისამებრ 19 ნოემბრიდან  4 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ ესპანეთში ქალაქ გრანადაში ორკვირიანი სასწავლო პროგრამით. პროგრამაში მონაწილეობდნენ: სოფო ლელაშვილი, ნინო ირემაძე, ელენე დარციმელია, ნანა ხარაბაძე და თათია სოსელია. ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ნონა ბოლქვაძე და ლელა ბოჭოიძე.

 

ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს ესპანური ენის ფლობის მაღალი დონე და შესაბამისი სერთიფიკატებიც მიიღეს.

 

 

 

 

"საუკეთესო პატარა მთარგმნელი"

რესპუბლიკური კონკურსის "საუკეთესო პატარა მთარგმნელი" ესპანური ენის სექციის 2009 წლის გამარჯვებულები ნოემბრის თვეში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ ესპანეთის ქალაქ სალამანკაში. ჩვენმა მოსწავლეებმა: ნინო ჟიჟილაშვილმა, ნინო ირემაძემ, გვანცა ნავროზაშვილმა, თათული ჯაფოშვილმა და ნინო პაპუნაშვილმა აიღეს მაღალი დონის სერთიფიკატები.

სასწავლო ცენტრსა და სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება შემდგომ თანამშრომლობაზე, სკოლის მოსწავლეებისათვის საუკეთესო პირობებით.

 

ჩვენი მოსწავლეები ცენტრის პედაგოგებთან ერთად

სკოლის დირექტორი რუსუდან ბოლქვაძე ცენტრის

პედაგოგებთან ერთად

სასწავლო ცენტრში

შესვენების წუთები ახლობლებთან

საუბარში გადიოდა

სალამანკას უნივერსიტეტის ეზოში ქალაქის დათვალიერების დროს
სერთიფიკატების გადაცემა

 

 

ჩვენი მოსწავლეები მადრიდში

სკოლის მიერ ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლა აგზავნის საზღვარგარეთის სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში.
მადრიდის ესპანური ენის საერთაშორისო სკოლაში გაგზავნილნი იყვნენ: თეონა ლავრელაშვილი, ასმათ ნასყიდაშვილი, თამუნა ჯობავა, ნინო ქარქაშაძე, გვანცა კომბეგაშვილი.

 

Join us on