Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება
სწავლის პროცესი
საატესტატო გამოცდები
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადები
საერთაშორისო კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“
ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირები
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადები
INTEL - ECO - UKRAINE
სიახლე სწავლებაში
საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი
უცხოელი პედაგოგები
ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა
სახელმძღვანელოების ჩამონათვალი
ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
გამოცდების ეროვნული ცენტრი
სწავლის პროცესი
 

სკოლების ბრენდირებისას სკოლას ცხრა ვარსკვლავი მიენიჭა

„აია–GESS”-ში სწავლება სამივე საფეხურზე მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი ორი განყოფილებისგან შედგება: ქართულ–ბრიტანული და ქართულ–ესპანური. მეხუთე კლასიდან კი ორივე განყოფილების ბაზაზე დანერგილია ბილინგვური სწავლება. 


მოსწავლეები ეუფლებიან ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს. ინგლისური ენის შესწავლას ბავშვები პირველივე კლასიდან იწყებენ, მესამე კლასიდან ესპანურს ან რუსულს ირჩევენ, მეოთხე კლასიდან კი მესამე უცხო ენას ეუფლებიან. მცირე რაოდენობის ბავშვებით დაკომპლექტებული ჯგუფები ასწრებენ უფრო მეტი მასალის შესწავლას და მეხუთე კლასიდან, მას შემდეგ, რაც მათ ენობრივი მარაგი უგროვდებათ, ბილინგვურ სწავლებაზე გადადიან.

მოქმედებს გაცვლითი პროგრამები ბრიტანეთისა და ესპანეთის სასწავლო ცენტრებთან. მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და ახალგაზრდულ სამიტებში, რესპუბლიკურ კონკურსებსა და შიდა სასკოლო სამეცნიერო–შემოქმედებით კონფერენციებში. შემოღებულია გრანტების სისტემა, რომელიც გულისხმობს უმაღლესი შეფასების მქონე მოსწავლეებისთვის სტიპენდიების დანიშვნას და კონკურსებში გამარჯვებული ბავშვების გაცვლითი პროგრამების დაფინანსებას.

ეფექტური და მოქნილი გახანგრძლივებული დღის რეჟიმი და კოორდინატორებთან მუშაობის სისტემა მოსწავლეების მაღალი ხარისხის განათლების მიღებას უზრუნველყოფს.

 

სწავლების ეფექტური მეთოდების დანერგვის მიზნით შექმნილია  მკვლევარ მასწავლებელთა კლუბი. კლუბის წევრები არიან: ტრენერი მასწავლებლები, რომლებიც ატარებენ სამოდელო გაკვეთილებს, მასტერ კლასებს და ტრენინგებს სკოლის პედაგოგებისთვის. მასწავლებლები მიღებულ გამოცდილებას აქტიურად იყენებენ გაკვეთილებზე.

 

სკოლების ბრენდირებისას სკოლას ცხრა ვარსკვლავი მიენიჭა

ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები

ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი 2012

IYIPO 2012 - ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI ოლიმპიადა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა - 2012 

პედაგოგი კოლუმბიიდან

გამომგონებელთა კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი"

სემინარი გარემოს დაცვის სამინისტროში

ღია გაკვეთილი მეცნიერთან

სიახლე საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში

პატარა არქეოლოგები

2011 წლის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული

ფაილები
Join us on