Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება
ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
გამოცდების ეროვნული ცენტრი
ნორჩ ეკოლოგთა ტურნირი ნეტი - 2011
 

ნორჩ ეკოლოგთა ტურნირი არის გუნდური შეჯიბრი, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს მოსწავლეთა უნარი გადაჭრან  ეკოლოგიური პრობლემები, გამოხატონ თავიანთი აზრი და შეძლონ ამ აზრის დაცვა მეცნიერული დისკუსიის (ეკოპაექრობის) დროს. ყოველი გუნდი შედგება 7-8 უფროსკლასელისაგან, რომელთა ასაკი არ აღემატება 18 წელს. გუნდს ჰყავს კაპიტანი (ლიდერი), რომელიც არის გუნდის ოფიციალური წარმომადგენელი ეკოპაექრობის დროს. გუნდს ხელმძღვანელობს ერთი ან ორი მასწავლებელი (ფასილიტატორი). 

 

ჯერ ტარდება ნორჩ ეკოლოგთა რეგიონალური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა  საჯარო და კერძო სკოლას. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები შემდეგ მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ეკო-ტურნირზე.

 

კონკურსის განმხორციელებელი ორგანიზაციებია:


• სკოლა-ლიცეუმი „აია – GESS“
• ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი


ტურნირის ჩატარების წესი, დებულება და ამოცანები იხილეთ ვებ-გვერდზე:

ფაილები
Join us on