Esp
Eng
ქარ
ჟურნალი
გაზიარება
ჩვენი პარტნიორები
SGI აიერნი ქოლეგიოდელიბეს
გამოცდების ეროვნული ცენტრი
 

ეკო-ტურნირის ამოცანები

2011


1. ეკოლოგიური სახლი.
რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები გააჩნია ეკოლოგიურ სახლს ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

2. საბურავები.
რა ეკოლოგიური ზიანის მიზეზი შეიძლება გახდეს ბუნებაში გადაყრილი გამოუყენებელი საბურავები. როგორ შეიძლება მისი გამოყენება ეკონომიკური და ეკოლოგიური (მოგების მისაღებად) თვალსაზრისით?

3. აკუმულატორები და ბატარეები.
შემოგვთავაზეთ ვადაგასული ბატარეების და აკუმულატორების უტილიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული მეთოდები.

4. შავი ზღვის გოგირდწყალბადი.
შავი ზღვის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ქვედა ფენები უსიცოცხლოა გოგირდწყალბადის მაღალი შემცველობისა და წყალში გახსნილი (სუნთქვისათვის გამოსადეგი) ჟანგბადის არ არსებობის გამო. ეს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემაა, რადგან საშიშია გოგირდწყალბადის ფენის ზრდა. წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრებები ზღვის წყალში არსებული გოგირდწყალბადის პრაქტიკული გამოყენების თაობაზე, რომელიც იქნება ყველაზე ოპტიმალური და ეკოლოგიურად მისაღები.

5. ნავთობი და ეკოლოგია. ნავთობსადენი.
შავი ზღვის აუზის ქვეყნებისათვის შეაფასეთ ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით მოქმედი ნავთობსადენები. განსაზღვრეთ მოსალოდნელი ხანგრძლივი (გრძელვადიანი) ეკოლოგიური სიტუაცია.

6. შავი ზღვის ნაპირი.
ახსენით, რა როლს თამაშობს მდინარეთა ჩამონატანი შავი ზღვის ნაპირის მდგრადობაში? რა ზეგავლენას ახდენს ინერტული მასალის ამოღება მდინარის კალაპოტის გასწვრივ ზღვის ნაპირის (სანაპირო ზოლის) მდგრადობაზე? რამდენად მომგებიანია ეს ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით?

7. ეროზია.
მრავალ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოსადეგი მიწების დიდ ნაწილს ემუქრება ეროზია. რა იწვევს ეროზიული პროცესების გააქტიურებას. შეგვთავაზეთ ეროზიასთან ბრძოლის ოპტიმალური გზები.

8. ტყის ხანძრები.
ტყის მასივებში ხანძარი ჩნდება ხელოვნური და ბუნებრივი მიზეზით. რა შედეგები ახლავს მას? რა შემთხვევაშია აუცილებელი ადამიანის ჩარევა? შემოგვთავაზეთ ტყის ხანძრებთან ბრძოლის ოპტიმალური გზები.

9. ნავთობის ლაქა.
როგორც ცნობილია, მცირე მოცულობის ზეთის წვეთი წყლის ზედაპირზე იშლება დიდ ლაქად. ჩაატარეთ ცდები და დაადგინეთ, რა ზომის ლაქას იძლევა წყლის ზედაპირზე 1 მმ3 ნავთობი, ნავთი და ბენზინი. რა დროში მიაღწევენ ეს ლაქები მაქსიმალურ ზომას? ახსენით ეს მოვლენა და დაადგინეთ, თუ რა პარამეტრებზეა დამოკიდებული ეს დრო. მიღებული შედეგის მიხედვით იმსჯელეთ კატასტროფის შედეგებზე, რომელიც თან სდევს ზღვებსა და ოკეანეებში ნავთობის ჩაღვრას.

10. ისტორიული ძეგლები.
თქვენს რეგიონში არსებული რომელიმე ისტორიული ძეგლების მაგალითზე ჩამოაყალიბეთ, თუ რა გავლენას ახდენს თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება ისტორიულ ძეგლებზე.

11. პლასტმასის ბოთლები.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უკვე რამდენიმე წელია უარი თქვეს მინერალური წყლებისა და სხვა სასმელების პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმაზე. რა მდგომარეობაა ამ მხრივ თქვენს ქვეყანაში? შეისწავლეთ ამ პრობლემის ეკოლოგიური და ჯანდაცვითი მხარეები და შემოგვთავაზეთ ეკოლოგიურად გამართლებული უტილიზაციის მეთოდები.

12. ეკოლოგია და ტრადიციები.
თქვენის აზრით რა გავლენა იქონია ეკოლოგიურმა და ბუნებრივმა პირობებმა თქვენი რეგიონის (ქვეყნის) ტრადიციების ფორმირებაზე?

13. ეკოსაწარმო.
რა ტიპის საწარმოს ამოქმედება აზიანებს გარემოს? თქვენი აზრით რომელი საწარმოს ამოქმედება შეუწყობდა ხელს რაიმე ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას? შეაფასეთ ასეთი საწარმოს მუშაობა ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

14. ნაგავსაყრელები.
ყველა დიდი ქალაქის მახლობლად არის ნაგავსაყრელები. გადავსების შემდეგ ნაგავსაყრელი სხვა ადგილას კეთდება. შეიძლება თუ არა მიტოვებული ნაგავსაყრელის გამოყენება გარკვეული დროის შემდეგ და როგორ? შეაფასეთ ეს დრო? როგორ შეიძლება ამ დროის შემცირება?

15. ტურიზმი და შავი ზღვა.
შავი ზღვის ტურისტების საყვარელი ადგილია. შავი ზღვის ტურიზმის განვითარებისათვის ხდება ინვესტიციების მოზიდვა. შეაფასეთ ეკოლოგიურად და ეკონოკურად შავი ზღვის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები.

16. ევთროფიკაცია შავ ზღვაზე.
ევთროფიკაციის შედეგი მთელ ზღვას მოიცავს. არ არსებობს ზღვის სანაპიროზე არცერთი ქვეყანა, რომელსაც წვლილი არ მიძღვის ამ პროცესში. თქვენი ქვეყნის მაგალითზე აღწერეთ რა წვლილი მიუძღვის თქვენს ქვეყანას შავი ზღვის ევთროფიკაციაში. შემოგვთავაზეთ ამ პრობლემის გადაჭრის ეკოლოგიურად და ეკონომიურად ოპტიმალური გზები.

Join us on